თქვენ დაინახავთ როგორ შევა ქარი - გიორგი ქობულია

საქართველო, თბილისი - 16:30 | 25.12.2018
ნანახია: 232

საქართველოში განახლებად ენერგეტიკაში ინვესტიციის ჩადება თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება. როგორც დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, უკვე დაკონტრაქტებულია ქარის ენერგიაზე მომუშავე ახალი სადგურების მშენებლობა, ხოლო რაც შეეხება მზის ენერგიას, საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა. 

"ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ქართან დაკავშირებით რა გრაფიკსაც ხედავთ ეს არ არის ჩვენი ნატვრა ან ოცნება. ეს არის ის რაზეც უკვე ინვესტორებს ხელი აქვს მოწერილი. და ეს მშენებლობა ქარში იწყება და დაიწყება თქვენ უკვე დაინახავთ. ეს არის ის ფაქტები, რომ 2020 წლიდან ვიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. ეს უკვე პრაქტიკულად დაწყებულია და თქვენ დაინახავთ როგორ შევა ქარი (მინისტრმა იგულისხმა, რომ ექსპლუატაციაში შევა ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურები - რედ.). 

რაც შეეხება მზეს, ელექტროენერგიაში ჩვენ ჯერ არაფერი არ გაქვს მოწერილი. მზის პოტენციალს ვსწავლობთ. საქართველოს ენერგეტიკაში არის ქარის ქვეყანა, ვიდრე მზის. მზე იქნება შესწავლილი და ჩვენ შეიძლება მზეც შევიყვანოთ", განაცხადა მინისტრმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე