გაიჭედა ჩვენი აეროპორტები - გიორგი ქობულია

საქართველო, თბილისი - 15:41 | 25.12.2018
ნანახია: 229

გაიჭედა ჩვენი აეროპორტები, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია. მინისტრმა პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაიჭედა როგორც თბილისის ისე ბათუმის აეროპორტები. (იგულისხმება გაზრდილი მგზავრთნაკადი

"როცა ვხედავთ ავიაციას როგორც ტრანსპორტის სფეროს- გაიჭედა ჩვენი აეროპორტები. ჩვენ გვაქვს სასწაული ზრდა მგზავრების და გადაყვანის - ტურისტების ზრდის გამო. გაიჭედა ბათუმის აეროპორტიც, თბილისის აეროპორტიც. ჩვენ ვასრულებთ ქუთაისის აეროპორტის მშენებლობას. საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება და კოპიტნარი იქნება 4-ჯერ უფრო მძლავრი ვიდრე იყო. და ჩვენ თბილისსა და ბათუმზე ვფიქრობთ როგორ გავშალოთ. 

სამოქალაქო ავიაციაში მთელი რიგი ავიაკომპანიები შემოდიან და დამატებითი პირდაპირი ავიარეისები უნდათ რომ დანერგონ. რაც დაგვეხმარება, როგორც კარგოში, ასევე ტრანსპორტში, ასევე ტურისტები შემოყვანაში", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე