ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც - ქობულია

საქართველო, თბილისი - 14:12 | 25.12.2018
ნანახია: 185

"ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ფიზიკის კანონები ეწინააღმდეგება ამას და ეკონომიკის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა და ის შეიძლება იყოს გამყარებულიც კიდევაც, მაგრამ როგორც მინიმუმ იქნება სტაბილური. საიდან მოგვაქვს ჩვენ ეს აზრები, ეს არ არის ჩვენი განცდა, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც რა. ჩვენ აგერ მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წელს შორის, ნაკლები კი არა 65 მილიონით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? ლარი შეიძლება გაიაფდეს მხოლოდ იმისგან, ამ სიტუაციაში, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები. თორე ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ფიზიკის კანონები ეწინააღმდეგება ამას და ეკონომიკის", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას უსმენენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე