თბილისში, გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:30 | 25.12.2018
ნანახია: 942

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

მამაკაცს ჭრილობა მკლავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე