მეგან მარკლს აუტანელი ხასიათის გამო კენსიგტონის სასახლეში „მონსტრი მეგანი“ შეარქვეს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 24.12.2018
ნანახია: 1539

გამოცემა Vanity Fair-ი გათხოვების შემდეგ მეგან მარკლის ცხოვრებისა და მისი რთული ხასიათის შესახებ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მეგანს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს პირად ასისტენტებთან და კენსინგტონის სასახლის თანამშრომლებთან. ამის მიზეზი მისი რთული ხასიათია, რის გამოც სასექსის ჰერცოგინია გამუდმებით სკანდალურ ქრონიკებში ხვდება.

სასახლის თანამშრომლების მიმართ უხეში დამოკიდებულების გამო მას „მონსტრი მეგანი“ შეარქვეს.

 მანამდე მედია წერდა, რომ სასახლეში პრინც  ჰარის მეუღლეს „ქარიშხალ მეგანსაც“ უწოდებდნენ.

გამოცემა წერს, რომ ორსული ჰერცოგინია ზღვარსგადასულ მოთხოვნებს აყენებს, მუდმივად ახალ წესებს იგონებს და თავისი პრეტენზიებით ყველას თავს აბეზრებს. ამ ყველაფერში კი მხარს მისი ქმარი პრინცი ჰარიც უჭერს.

„ჰერცოგინია მაშინ იღვიძებს, როდესაც კალიფორნიაში დილის ხუთი საათია (ლონდონის დროით 13:00 საათი), წერს ინსტრუქციებს და მათ შესრულებას მოითხოვს“, - წერს Vanity Fair-ი და აღნიშნავს, რომ სასახლის პერსონალი თავის გაღიზიანებას აღარ მალავს და მედიაში ანონიმურად ავრცელებს ინფორმაციებს მეგანის აუტანელი ხასიათის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე