გია ყანჩელი სიცოცხლისთვის იბრძვის - ქართველი კომპოზიტორი საავადმყოფოში მოათავსეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 24.12.2018
ნანახია: 3372

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი ბელგიაში, ანტვერპენის კლინიკაში მოათავსეს. დიდი მაესტროს მძიმე მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, მუსიკოსი, კლარნეტისტი იულიან მილკისი წერს.

„ყველას ვთხოვ მთელი გულით, ილოცოს გია ყანჩელისთვის. ის საავადმყოფოშია, სიცოცხლისთვის იბრძვის – თუ ყველა ერთად ვილოცებთ და გავუგზავნით ჩვენს სიყვარულს, ენერგიას და, უბრალოდ, კეთილ სურვილებს... ვინ იცის", – წერს იულიან მილკისი.

კომპოზიტორის ჯანმრთელობა ბოლო დროს შეირყა და ბოლო ხანებში ის რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში მოთავსებული.

 

მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", "შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას" აკადემიკოსი.

წელს გია ყანჩელი 83 წლის გახდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე