რუსთავში ერთი ახალგაზრდა დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 24.12.2018
ნანახია: 670

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ​საავადმყოფოში რჩება.

კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე