შინდისის გზაზე ორი ახალგაზრდა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 24.12.2018
ნანახია: 672

კრწანისი-შინდისის ახალ გზაზე, დაპირისპირების შედეგად მოკლეს 2 ახალგაზრდა მამაკაცი, 2 კი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან 26 და 28 წლის ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, რომლებიც ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

სასიკვდილო ჭრილობები გარდაცვლილებს  ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 

დაპირისპირების შედეგად დაჭრილი 35 წლის მამაკაცი კლინიკა „პინეოში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მედიკოსების ინფორმაციით, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, არსებული ინფორმაციით, ის თავად წავიდა საავადმყოფოში. ჟურნალისტებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, რომელ კლინიკას მიმართა დაშავებულმა.

​მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე