საქართველოს ბანკი ინოვაციური QR გადახდების შემდეგ QR განვადებას ნერგავს
საქართველო, თბილისი - 16:17 | 20.12.2018 ნანახია: 1255საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მომხმარებელს სრულიად ახალ, მარტივ და სწრაფ მეთოდს - QR განვადებას სთავაზობს. QR განვადება საქართველოს ბანკის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის განვადების ქსელში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციებიდან სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდის დასკანერებით შეიძინოს. მომხმარებელმა მობილბანკის აპლიკაციით მხოლოდ უნდა დაასკანეროს მაღაზიაში არსებული QR კოდი, გადახდის დადასტურებისას აირჩიოს განვადების Option და შეიძინოს სასურველი ნივთი. საკუთარი სურვილისამებრ კი გადაანაწილოს გადასახდელი თანხა რამდენიმე თვეზე.
QR განვადებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს საქართველოს ბანკის მობილ ბანკის აპლიკაცია და ფლობს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express). მომხმარებელს QR განვადების ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაში ეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი გადახდის სისტემა - QR PAY დანერგა. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება, სწორედ იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც აქამდე მხოლოდ ნაღდი თანხით იყო შესაძლებელი გადახდა. ახლა კი QR PAY-ის სწრაფი სისტემით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს როგორც საკუთარი თანხით, აგრეთვე ისარგებლობს QR განვადებით.
ამასთან, ინოვაციური გადახდის სისტემის დანერგვა მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გადახდის ტერმინალის ალტერნატიული სერვისი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ის გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, სრულიად უფასოა. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა