ავღანეთის არმიამ ყანდაგარის აეროპორტი თალიბებისგან გაწმინდა

საქართველო, თბილისი - 13:35 | 10.12.2015
ნანახია: 1597

ავღანეთის მთავრობის განცხადებით, თალიბები გაანადგურა, რომლებსაც ყანდაგარის აეროპორტი ჰქონდათ დაკავებული.

24-საათიანი ბრძოლების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა უმეტესობა სამოქალაქლო პირია. თავდამსხმელებს მძევლად ოჯახები ჰყავდათ აყვანილი, რომლებიც მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

სამხედრო ოპერაციისას 10 ჯარისკაცი და ორი პოლიციელი დაიღუპა. კიდევ 37 ადამიანი, მათ შორის 17 სამხედრო და ოთხი პოლიციელი, დაიჭრა.

ლიკვიდირებულია 11 თალიბი. მათ თავი მანამდე აიფეთქეს, ვიდრე აეროპორტის ტერიტორიას ავღანური არმია დაიკავებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე