რვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 25.09.2015
ნანახია: 2079

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული აფთიაქების უფლებამოსილი პირები ფარმაცევტული კანონმდებლობის და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემას. აღნიშნულ აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა. აღნიშნული დანაშაულებრივი გზით 8 აფთიაქის მიერ, 2014 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 5 809 231ლარი შეადგინა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პიველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე