დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 20.12.2018
ნანახია: 832

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, მიზეზად კი, მიმალვის საფრთხე დაასახელა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე