შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა სასამართლოსთან ვითანამშრომლებ - კირკიტაძე

საქართველო, თბილისი - 12:00 | 20.12.2018
ნანახია: 782

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა სასამართლოსთან მზად ვარ ვითანამშრომლო, - ამის შესახებ გაერთანებული ოპოზიციის წევრმა დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მას არ სურს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუცხადებ უნდობლობას, ის დაინტერესებული მხარეა, თუმცა სასამართლოსთან მზად ვარ ვითანამშრომლო. მე არ მსურს გამოძიებას აწარმოებდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომელსაც მოსამართლემ განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.

ცნობისთვის, გურჯაანის სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე