საკრებულოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 10.12.2015
ნანახია: 1521

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიასა და ორგანიზაციებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ა(ა)იპ „საზოგადოებრივ დამცველი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ და აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა- არჩილ კაიკაციშვილმა და ირინა ფუტკარაძემ მოაწერეს.

მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, იურიდიულ სფეროში თანამშრომლობა, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთობლივი ინიციატივების შემუშავება,იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაა.

თედო კობახიძის მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  აღნიშნული მემორანდუმი სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ადამიანის უფლებათა დაცვის და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, წარმოდგენილი მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია მოქალაქეების უფასო იურიდული კონსულტაციით უზრუნველყოფის ვალდებულებას იღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე