ოპოზიციის ლიდერების დაჭერით ხელისუფლება საპროტესტო ტალღას უფრო გაამძაფრებს - გიორგი ბარამიძე

საქართველო, თბილისი - 16:53 | 18.12.2018
ნანახია: 1098

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება გადავიდა პირდაპირ ტერორზე და ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლება ვერ ხვდება მთავარს, რომ ლიდერების დაჭერით ისინი სიტუაციას ვერ გამოასწორებენ და პირიქით საპროტესტო ტალღას უფრო გაამძაფრებენ.

„ჩვენ ვნახეთ რა კრიმინალური  ქმედებები ჩაიდინეს ახალქალაქში და ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარის შექება მიიღეს. შემდეგ ჩვენი თავმჯდომარე დაჭრეს  პირდაპირ დანით და ე.წ. სპიცით ონში და ის დღესაც სიკვდილს ებრძვის. და ახლა ეს რომ არ იკმარეს, უკვე დაჭერებით და აი ამ ფიზიკური ზემოქმედებით, რომ დაინახეს რომ  ვერ გაგვაჩერეს ახლა უკვე დაიწყეს ახალი ეტაპი, ახალი ფაზა, როგორც დაგვპირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კალაძემაც ეს მუქარები გამოუშვა და რა თქმა უნდა, გახარიასაც ვერ დავივიწყებთ აქ, რომ ფიზიკურად მოახდინონ იზოლირება ოპოზიციის ლიდერები. და სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით ისინი ეცდებიან ამ გზას დაადგნენ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე