მიხაელ შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

საქართველო, თბილისი - 14:58 | 18.12.2018
ნანახია: 1739

ცნობილი გერმანელი მრბოლელის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა იდეალურამდე ჯერ კიდევ შორს არის. კერძოდ, სპორტსმენი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.

ამის გარდა, შუმახერი დამოუკიდებლად სუნთქავს. მრბოლელს ჯერ კიდევ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა. ერთი კვირის განმავლობაში მის მკურნალობაზე 50 ათასი ფუნტი იხარჯება. შუმახერი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სიახლოვეს თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფება. ექიმები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანებში მას აშშ-ში, დალასის კლინიკაში გადაიყვანენ.

შუმახერს 3 იანვარს 50 წელი უსრულდება. ის მსოფლიო ჩემპიონი 7-ჯერ გახდა. 2013 წლის 21 დეკემბერს  თხილამურებით სრიალისას, ავტომრბოლელმა თავის სერიოზული ტრავმა მიიღო და მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე