ირმების მკვლელ მონადირეს ყოველთვე მულტფილმ „ბემბის“ ნახვა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 18.12.2018
ნანახია: 2540

ამერიკის სასამართლომ ასზე მეტი ირმის მკვლელობაში ბრადებულ 29 წლის მონადირეს დევიდ ბერის ყოველთვე Disney-ის მულტფილმის „ბემბის“ ყურება მიუსაჯა. დევიდ ბერი მისურის შტატიდან არის.

ბერის ერთწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის სასჯელის მოხდის პერიოდის განმავლობაში აღმზრდელობით კინოსეანსებს უნდა დაესწროს. იუწყება Fox News-ი.

შესაბამისი განაჩენი მოსამართლემ 6 დეკემბერს გამოიტანა. ბერის გარდა ირმებზე უკანონო ნადირობისთვის დაპატიმრებულია მისი ორი ნათესავიც.

მისურის შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ბრაკონიერებს მხოდოდ ირმი თავები აინტერესებდათ, სხეულებს კი ადგილზე ტოვებდნენ.

ბრაკონიერებს ასევე დაეკისრათ 200 ათასი დოლარის გადახდა ჯარიმის სახით, რომლის ნაწილიც ბუნების დაცვის სხვადასხვა ფონდში უნდა გადარიცხონ.

მულტფილმი „ბემბი“ უოლტ დისნეის სტუდიამ 1942 წელს გამოუშვა. მისი მთავარი პერსონაჟი ირმის პატარა შვილია, რომლის დედასაც მონადირეები კლავენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე