დავუთოღლუ რუსეთს სირიაში ეთნოწმენდის მოწყობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 12:33 | 10.12.2015
ნანახია: 1572

ანკარა რუსეთს ჩრდილოეთ სირიაში ეთნოწმენდის მოწყობაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთი ასადის რეჟიმთან დაპირისპირებულ თურქმენებსა და სუნიტებს ჩრდილოეთ ლატაკიის დატოვებას აიძულებს. თურქეთის პრემიერის თქმით, რუსული ავიადარტყმები ისლამურ სახელმწიფოს პოზიციებს არათუ ასუსტებს, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს, რადგანაც საჰაერო ოპერაციები არა ისლამისტების, არამედ ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე