ლევილის მამულის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებისთვისდ 107 ათას 200 ევრო დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 10:22 | 25.09.2015
ნანახია: 2588

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სარეზერვო ფონდიდან 107 ათას 200 ევროს მიიღებს. როგორც მთავრობის №1850 განკარგულებაშია აღნიშნული, თანხა „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოსაცემად საჭირო, ლევილის მამულის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებისთვისდ დაიხარჯება.

„საფრანგეთის რესპუბლიკაში არსებული „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოსაცემად საჭირო, ლევილის მამულის დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარებისა და წინასწარი არქიტექტურული პროექტის შედგენის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 107 200 ევროს ეკვივალენტი ლარი, აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე