ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლმა შობის ერთად აღნიშვნაზე უარი თქვეს - სამეფო ოჯახში ისევ უთანხმოებაა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 17.12.2018
ნანახია: 1186

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი ნორფოლკის საგრაფოში ტრადიციულ საშობაო დღესასწაულს პრინც უილიამთან და ქეით მიდლტონთან ერთად არ შეხვდებიან და საშობაო არდადეგებს მათთან ერთად არ გაატარებენ. ამის შესახებ The Sun-ი სამეფო ოჯახის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია საშობაო არდადეგებს ელისაბედ მეორის რეზიდენციაში გაატარებენ.

წყაროს თქმით, ჰარის და მეგანს უბრალოდ სურთ შეიქმნან თავიანთი სივრცე და ეს დღეები პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონისგან შორს გაატარონ.

2018 წლის საშობაო არდადეგებზე მეგან მარკლი და პრინცი ჰარი უილიამს სტუმრობდნენ და მათი თქმით, დრო ფანტასტიკურად გაატარეს.

ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლიდან გადასვლას აპირებენ, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად ცხოვრობენ.

ანონიმური წყაროს ცნობით, პრინცების ცოლებს შორის მეგობრული ურთიერთობა ვერ ჩამოყალიბდა და ეს მათი განსხვავებული ხასიათის ბრალია.

მეგან მარკლი ორსულადაა და პირმშოს გაზაფხულზე ელოდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე