ბიზნესიდან პოლიტიკაში - ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ბიზნესების მართვა თავის შვილს გადასცა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 10.12.2015
ნანახია: 1849

ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს. იგი უარს ამბობს ყველანაირ ბიზნეს საქმიანობაზე და ამ ბიზნესების მართვას მისი შვილი სტეფან ჩერნოვეცკი განახორციელებს.

„ჩემს ბიზნეს, რომელსაც ადრე ვხელმძღვანელობდი გადავცემ ჩემს ვაჟს სტეფან ჩერნოვეცკს. 64 წლის ასაკამდე მე მოვასწარი საკუთარი თავის რეალიზაცია - დავაფუძნე უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი „პრევექსი“. სამჯერ ვიყავი არჩეული უკრაინის სახალხო დეპუტატად, ორჯერ კი - კიევის მერად. დარჩენილი სიცოცხლე მსურს გავატარო საქართველში. ქვეყანაში რომელიც მთელი გულით მიყვარს და თაყვანს ვცემ მის ხალხს. მიჭირს იმის ყურება, რომ ასეთი მშვენიერი ხალხის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მე ვიცი როგორ გავხადო თითოეული ქართველის ცხოვრება უკეთესი, ბედნიერი, კომფორტული, დაცული, ამიტომ გადავწყვიტე დავაფუძნო პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ და კენჭი ვიყარო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ამჟამად ვცხოვრობ და ჩემს მომავალს ვხვედავ საქართველოში, რათა ვიზრუნო ხალხის კეთილდღეობაზე. ამიტომ ყველა ჩემს ბიზნეს პროექტს, რომლითაც ადრე ვიყავი დაკავებული გადავცემ ჩემს ვაჟს სტეფანს და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ასეთი საიმედო დასაყრდენი მომცა. მე მთლიანად ვუძღვნი ჩემს თავს ქველმოქმედებას და პოლიტიკურ საქმიანობას“, - წერს ლენიდ ჩერნოვეცკი.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთის“ აყალიბებს და აპირებს კენჭი იყაროს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე