გუშინ თუ ვინმე ახორციელებდა ძალადობას, ეს იყო შსს - დავით კირკიტაძე

საქართველო, თბილისი - 12:16 | 17.12.2018
ნანახია: 4396

გუშინ თუ ვინმე ახორციელებდა ძალადობას, ეს იყო შსს, თავს არავის დავსხმივართ, მათ პირველსავე მითითებაზე ​სხვა გზისკენ წავედით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, მის სახლთან პოლიცია დილიდან გამოჩნდა.

„დილით 08:00 საათზე კარზე აბრახუნებდნენ. ამ დროს მეზობლის ზარი შემოვიდა და თქვა, რომ პოლიციელები იყვნენ და თავიდან ვერ ამოიცნო. დავურეკე მეგობრებს, ჟურნალისტებს. მალევე დატოვეს ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს მხდალი ხელისუფლების ნაბიჯი იყო. ახლა მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, თუმცა ხელისუფლებას გავცემთ პასუხს. გუშინ თუ ვინმე ახორციელებდა ძალადობას, ეს იყო შსს. ჩვენ თავს არავის დავსხმივართ და მათ პირველსავე მითითებაზე გავეშურეთ სხვა გზისკენ. გახარიასა და მის გამოძიებას არ ვენდობი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე