ქეით მიდლტონმა პრინცესა დიანას გვირგვინი პირველად დაიდგა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 10.12.2015
ნანახია: 2599

კემბრიჯის ჰერცოგინიამ ქეით მიდლტონმა პრინცესა დიანას ცნობილი გვირგვინი პირველად დაიდგა.

მარგალიტებითა და 19 ბრილიანტის თაღით შემკული გვირგვინით მიდლტონი ბუკინგემის სასახლეში დიპლომატიურ მიღებაზე მივიდა.

გამოცემა Daily Express-ი იტყობინება, რომ ქეითი, გვირგვინით საზოგადოებაში უილიამთან ქორწინების დროს - 2011 წლის 29 აპრილს უნდა გამოსულიყო, მაგრამ მაშინ სხვა სამკაული აირჩია.

გვირგვინი 1913 წელს ჯორჯ მეხუთის მეუღლისთვის დედოფალ მარიასთვის დაამზადეს. მან ძვირფასი სამკაული შვილიშვილს ელისაბედ მეორეს გადასცა. 1981 წელს ელისაბედმა ძვირფასი თავსამკაული პრინცესა დიანას პრინც ჩარლზთან ქორწინების აღსანიშნავად უსახსოვრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე