აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი, ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი - თეა წულუკიანი ოპოზიციის აქციაზე

საქართველო, თბილისი - 16:38 | 14.12.2018
ნანახია: 664

ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაერთიანებული ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ინაუგურაციის პარალელურად გაიმართება.

მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არის მთავარი, ოღონდ მას აქვს ზღვარი.

„ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის სჯობს ხოლმე, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ არასანქცირებული შეკრება იქნება, მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება არის მთავარი, ოღონდ მას აქვს ზღვარი. ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი, რომ ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი, ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ხოლო როგორც ყოველთვის, აქაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს მთავრობასთან ერთად, რომ არ იყოს რაიმე ექსცესები დაშვებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე