პარიზი „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებას სტრასბურგში მომხდარ თავდასხმასთან დაჯგუფების კავშირის შესახებ უარყოფს

საქართველო, თბილისი - 16:36 | 14.12.2018
ნანახია: 694

საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა უარყო „ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცება იმის შესახებ, რომ სტარსბურგის თავდასხმაში ეჭვმიტანილი 29 წლის შერიფ შეკათი, დაჯგუფების წევრი იყო.

მისი თქმით, საფრანგეთს საქმე ჰქონდა ბოროტებით აღსავსე ადამიანთან.

„ისლამური სახელმწიფოს განცხადება აბსოლუტურად ექსრემისტულია. ის არაფერს ცვლის“, - განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

თავდამსხმელი, რომელმაც სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია.

თავდასხმის შემდეგ მან მიმალვა მოახერხა, მის ძებენაში ასეულობით პოლიციელი იყო ჩართული.

საშობაო ბაზრობაზე სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაიჭრა.

მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე