00:00 საათიდან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 16:15 | 14.12.2018
ნანახია: 830

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე