ცესკო-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს მოეწერა ხელი

საქართველო, თბილისი - 15:33 | 14.12.2018
ნანახია: 743

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. 

შედეგები ოფიციალურად ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდა და ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს.

ცესკო-ს საბოლოო შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 780 680 ხმა 40,48%, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1 147 701 ხმა 59,52% მიიღო.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, დასრულებულია სასამართლო სხდომები და შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია მოცემული“, - აღნიშნავენ ცესკო-ში.

დღევანდელი სხდომა, პროსტესტის ნიშნად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე