ცნობილია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე პირების ვინაობა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 14.12.2018
ნანახია: 700

ცნობილია, დღევანდელი მონაცემებით, ვინ დაესწრება საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინაუგურაციას ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება.

"დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრებიან: სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სეიმის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან სტუმრად გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და წმინდა საყრდრის საგანგებო ემისარი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე