8 დაშავებული - ქუთაისი-ვანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 14.12.2018
ნანახია: 753

ქუთაისი-ვანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 8 ადამიანი.

„ერთ-ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, დანარჩენ შვიდს კი, ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანებები აქვთ. მათგან 3 გადაყვანილია ქუთაისში, ცხაკაიას კლინიკაში, დანარჩენი კი თბილისში, ინგოროყვას კლინკაში,“ – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ეს კი  სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების უგულებელყოფას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე