სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 13:43 | 14.12.2018
ნანახია: 836

სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით იუწყება.

Amaq-ი წერს, რომ თავდმსხმელი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო. თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებასთან მსროლელის რაიმე კავშირის შესახებ სააგენტოს ინფორმაციში არაფერია ნთქვამი.

მანამდე საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა დაადასტურა, რომ პოლიციამ სროლაში სავარაუდო დამნაშავის ლიკვიდირება მოახდინა. მამაკაცი შარიფ ჩეკათი ცდილობდა მაინაუს რაიონში მდებარე საწყობში დამალვას, მაგრამ ის ცეცხლის გახსნის მცდელობის დროს პოლიციამ მოკლა. მის შესახებ სცვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

29 წლის მამაკაცმა, სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 3 და დაიჭრა 13 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე