ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების წინააღმდეგია

საქართველო, თბილისი - 11:15 | 10.12.2015
ნანახია: 1568

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების წინააღმდეგია.

”თურქეთი ევროკავშირის ნაწილი არ უნდა გახდეს”, - განაცხადა ზემანმა. მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ზოგჯერ ”ისლამური სახელმწიფოს” მოკავშირესავით იქცევა და დასძინა, რომ თურქეთთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

ზემანმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის გეგმა ანკარასთვის სირიელი ლტოლვილების შესანახად ფულის გადარიცხვის შესახებ. ”თურქეთს შეუძლია ამ ლტოლვილების მიღება თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ერთმორწმუნე ხალხია”, -განაცხადა ჩეხეთის ლიდერმა.

ცნობისათვის, ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობით და ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე