ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები შემცირდა, ევროკავშირიდან კი გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 14.12.2018
ნანახია: 1206

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მლნ აშშ დოლარი (358.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათი ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ აშშ დოლარი (53.10 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.9 მლნ აშშ დოლარისა (53.08 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილს ევროკავშირი ინარჩუნეს, საიდანაც 47.79 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს. ნოემბერში რუსეთიდან 37.79 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს, აშშ-დან 13.07, ისრაელიდან 13.02, ხოლო თურქეთიდან 7.56.

სრული მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე