სტრასბურგელი მსროლელი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 10:35 | 14.12.2018
ნანახია: 763

საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა სტრასბურგელი მსროლელის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ლაზარეს ქუჩაზე სპეცრაზმმა შეამჩნია მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება სცადეს, თუმცა მამაკაცმა ცეცცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც მისი ლიკვიდაცია მოხდა.

პოლიცია სტრასბურგელი მსროლელის კვალზე სპეცოპერაციის დროს გავიდა.

მედიის ცნობით, მამაკაცმა დახმარებისთვის ქუჩაზე ერთ-ერთ გამვლელ ქალს მიმართა. ქალმა შეამჩნია, რომ ის დაჭრილი იყო და პოლიციას აცნობა.

სტრასბურგში ტრაგედია 11 დეკემბერს საშობაო ბაზრობაზე დატრიალდა. მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა და გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა. დაიღუპა 3 და დაიჭრა 13 ადამიანი. პოლიციელებმა მსროლელი დაჭრეს, მაგრმა მან გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 29 წლის შერიფ შეკატი, როგორც საშიში სუბიექტი, პოლიციას აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი.

ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, მამაკაცმა დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა. ჟურნალისტების ცნობით, დამნაშავე ტაქსის მძღოლს, რომლის მანქანითაც პოლიციელებს გაექცა, გამოუტყდა, რომ ცეცხლი სირიაში დაღუპული მოძმეებისთვის შურისძიების მიზნით გახსნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე