ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:47 | 14.12.2018
ნანახია: 762

თბილისში, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა ცივი იარაღით გვიან ღამით დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

სამი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც ჟურნალისტებს ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა რეანიმატოლოგმა, ნიკოლოზ დემეტრაძემ განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,მათ აღენიშნებოდათ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ერთს ჰქონდა ჭრილობა გულმკერდის არეში. მას გაეწია პირველადი დახმარება. ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება და მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე პაციენტს ჰქონდა ჭრილობა ბარძაყის არეში. სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აყვანილ იქნა საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც აყვანილ იქნა საოპერაციოში. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე