ირმა ინაშვილი ნიკა მელიას თავს დაესხა და კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 17:17 | 13.12.2018
ნანახია: 837

კიდევ კარგი ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას საათი ესროლა და არა ქოში , – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კონფლიქტი, რაც მოხდა, იყო "ქართული ოცნების" ბრალი.

"გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრი, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო, პარლამენტის ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის "ქართული ოცნების" თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის, არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი საათი ესროლა და არა ქოში. მეორე დეპუტატს, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ტურები მიეპარებიან ხოლმე", - განაცხადა გოცირიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე