დღეს ფილარმონიიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 17:14 | 13.12.2018
ნანახია: 1222

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

მათი ცნობით, გზის გადაკვეთვა საახალხლო განათებების მონტაჟს უკავშირდება.

"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. დღეს, 13 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა თბილისის საკონცერტო დარბაზიდან - იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე