ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის საშობაო მიღება გააუქმა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 13.12.2018
ნანახია: 830

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის საშობაო მიღება გააუქმა. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.

ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება არავის გაკვირვებია, რადგან ტრამპი გამუდმებით ადანაშაულებდა ზოგიერთ მედიასაშუალებას, მისი მოღვაწეობის ნეგატიურად გაშუქებაში და მათ „ცრუ“ მედიას უწოდებდა. თეთრ სახლს ღონისძიების გაუქმების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

Fox News-ი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი ამზადებს სხვა ღონისძიებას, სადაც მიწვეულნი იქნებიან ის მედიასაშუალებები, რომლებიც ტრამპის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი. გასულ წელს ტელეკომპანია CNN თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის მოწყობილ საშობაო მიღებას არ დაესწრო, დონალდ ტრამპის რიტორიკისადმი პროტესტის ნიშნად.

ტრამპის „ომი“იმ მედიასთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩვნებში მხარს მის ოპონენტს ჰილარი კლინტონს უჭერდა, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო და ბოლო დროს გამწვავდა. ტრამპის მხრიდან ხშირი თავდასხმების ობიექტი გახდა CNN, რომელიც თავის მხრივ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მუშაობის კრიტიკულად გაშუქებას განაგრძობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე