იმედია, ოპოზიცია ინაუგურაციის დღეს ისე არ მოიქცევა, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:37 | 13.12.2018
ნანახია: 733

რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციული უფლებაა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაიმართება.

მისი თქმით, ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა, მისივე თქმით, „ნაცმოძრაობისგან“ მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.

„რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციული უფლებაა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია, ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს ხოლმე ზოგადად. ინაუგურაციის ჩატარებას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ის ჩატარდება ისე, როგორც არის გათვალისწინებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე