სტრასბურგში სროლისას დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 13.12.2018
ნანახია: 716

სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. დაჭრილია 13 ადამიანი. ამის შესახებ გრანდ-ესტის რეგიონის პოლიციის პრეფექტურა იუწყება.

„ჯერ კიდევ წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ რვა ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფრანგული მედიის ცნობით, ექიმებმა ერთ-ერთ დაშავებულს ტვინის სიკვიდლი დაუდგინეს.

სამშაბათს საღამოს სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. სავარაუდო დამნაშავე 29 წლისაა და სტრასბურგის მკვიდრია. მამაკაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა მოასწრო. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.

საფრანგეთის პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის ფოტო ოფიციალურად გამოაქვეყნა. პარიზის პროკურორის რემი ეიტსის თქმით, ეჭვმიტანილის სისხლის სამართლის დოსიე 27 დანაშაულს შეიცავს, რომლებიც მან საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში ჩაიდინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე