თუ დეპუტატი არ დაესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:52 | 13.12.2018
ნანახია: 656

ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევრაზე მეტს, აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ.

„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენების პრობლემებს. გაცდენებს რაც შეეხება, ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება. როგორც მოგეხსენებათ, გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევრაზე მეტს, აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ. გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები და ამით დაიძლევა პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული გაცდენებთან“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელონი საკითხია „ეთიკის კოდექსი“, რომელიც 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.

„ასევე, „ეთიკის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედვათ, რომ ხშირად ირღვევა ნომრები, ხორციელდება პროვოკაციები. ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე აღარ ვიცი, მერამდენედ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის სურათი, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონს. ეს არის მათი ხელწერა და მას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი პოლიტიკური პასუხი. სამართლებრივი პასუხი და სამართლებრივ პასუხს გვაძლევს რეგლამენტი იმ „ეთიკის კოდექსით“, რომელიც ამოქმედდება 16 დეკემბრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე