ელენ დეჯენერესმა თავისი შოუ, შესაძლოა, დახუროს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 13.12.2018
ნანახია: 1133

ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა, (Ellen DeGeneres)  თავისი პოპულარული შოუ - The Ellen DeGeneres Show, რომელიც ტელეარხ NBC- ის ეთერში გადის, შესაძლოა, დახუროს.

New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში დეჯენერესმა განაცხადა, რომ მისი კონტრაქტი 2020 წელს იწურება და ახლა ის ფიქრობს რა გააკეთოს ამის შემდეგ.

ტელეწამყვანის თქმით, სურს სხვა პროექტებზე მუშაობა და საკუთარი თავის სხვა კუთხით ჩვენება. ელენმა აღიარა, რომ მისი ცოლი - პორშა დე როსი დიდი ხანა სთხოვს უფრო წინ წავიდეს.

“დავიღალე მუდმივად საყვარელი ვიყო. ყოველ დღე შოუს წამყვანის თამაში მიწევს, მაგრამ ეს მე არ ვარ. მინდა მრავალფეროვნება და სწორედ ამით მინდა დავკავდე“, - განაცხადა დეჯენერესმა. აღსანიშნავია, რომ ელენის ძმა, ასევე კომიკოსი ვანს დეჯენერესი დის შოუში დარჩენის მომხრეა. მან უკვე არაერთგზის გადააფიქრებინა ელენს შოუდან წასვლა. გაჭრის თუ არა ამ ჯერზეც ძმის დაჟინებული თხოვნა, ჯერ გაურკვეველია.

ელენის შოუ ეთრში უკვე 17 სეზონია გადის. ის აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გადაცემაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე