საფრანგეთის ხელისუფლება „ყვითელ ჟილეტებს“ მოუწოდებს სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ სპაროტესტო აქციებისგან თავი შეიკავონ

საქართველო, თბილისი - 13:48 | 13.12.2018
ნანახია: 662

საფრანგეთის ხელისუფლება მოძრაობა „ყვითელ ჟილეტებს“ მიმართავს და მოუწოდებს სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ შაბათს დაგეგმილი სპაროტესტო  აქციებისგან თავი შეიკავონ.

 „უმჯობესი იქნება, თუ კი თოთოელი მოქალაქე თავისი საქმით დაკავდება წინასაახალწლოდ, თავის ოჯახებთან ერთად და არ გამოვა დემოსნტრაციაზე და კვლავ არ გამოიყვანს ჩვენი უსაფრთხეობის ძალებს“, - აღნიშნა ხელისუფლების წარმომადგენელმა ბენჯამენ გრივომ.

სტრასბურგში სროლა სამშაბათს საღამოს მოხდა. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

მსროლელის ვინაობა დადგენილია, თუმცა პოლიცია დამნაშავის ძებნას განაგრძობს.

საფრანგეთში უკვე ერთი თვეა ყოველ შაბათს მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გადასახდებსა და ბენზინზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე