შეწყალების კომისიის სხდომა არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 12:39 | 13.12.2018
ნანახია: 745

შეწყალების კომისიის სხდომა არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება.

"მე, როგორც კომისიის წევრს არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რატომ არ გაიმართება კომისიის სხდომა, ან გაიმართება თუ არა იმიტომ, რომ საბოლოოდ კატეგორიული პასუხი ამაზე არ ყოფილა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება. სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ალბათ, არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას", - განაცხადა ლომჯარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე