„სამეფო კარის თამაშების“ სცენარისტი წიგნების სერიას გააგრძელებს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 13.12.2018
ნანახია: 1195

ამერიკელმა მწერალმა და სცენარისტმა ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომ გააგრძელებს თავისი წიგნების სერიას „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომელიც საფუძვლად დაედო სერიალს „სამეფო კარის თამაშებს“.
ამის შესახებ მან თავის ბლოგში დაწერა. მარტინმა  თაყვანისმცემლებს შეახსენა, სერიალის ბოლო სეზონის გამოსვლის შესახებ და დაწერა, რომ მისი პრიქველისთვის არაოფიციალური სახელწოდებით „გრძელი ღამე“  მსახიობების შერჩევა მიმდინარეობს.
„დავბრუნდი ჩემი მარტოობის ციხესიმაგრეში. თქვენ მას ვერ ნახავთ ვერც ხვალ, ვერც მომავალ კვირას, მაგრამ მიიღებთ „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ფინალს“, - წერს მარტინი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე