2018 წლის ყველაზე ტრენდულად ჩაცმული ადამიანების რეიტინგი გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 11:56 | 13.12.2018
ნანახია: 1167

ბრიტანულმა ჟურნალმა Dazed-მა გამოაქვეყნა 2018 წლის ყველაზე ტრენდულად ჩაცმული ადამიანების რეიტინგი.

გამოცემა პირველი ადგილი მიაკუთვნა ამერიკელ მსახიობს ჯეფ გოლდბლიუმს, რომელიც ცნობილია ფილმებით „ბუზი“, და „დამოუკიდებლობის დღე“. გოლდბლიუმმა, რომლის გარდერობშიც Prada-ს პერანგების ყველაზე დიდი კოლექცია ინახება, Instagram-ზე რამდენჯერმე გამოქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მოდის სახლის უნიკალური დიზაინით გაფორმებული პერანგებით პოზირებს.

მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ-შემსრულებელმა კარდი ბიმ, რომელიც დიზაინერების ალექსანდრ ვენგას, მარკ ჯეიკობისა და ჯერემი სკოტის ჩვენებებზე მათი ბოლო კოლექციებიდან წარმოდგენილი სამოსებით ყოველთვის პირველ რიგებში ჩნდება.

მესამე ადგილი წილად ხვდა ფრანგ ინდი-პოპ-შემსრულებელს ელოიზა ლეტისიეს, რომელიც Christine and the Queens-ის ფსევდონიმით არის ცნობილი.

სიაში მომდევნო ადგილი დაიკავა კანადელმა პოპ-მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა, რომელიც არაერთხელ შენიშნეს პერანგებით ჰავაის პრინტით.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ ბრიტანელი მსახიობი დენიელ დეი-ლიუისი, ესტონელი რეპერი ტომი ქეში, ამერიკელი ტოპ-მოდელი ბელა ჰადიდი და რეპერი ASAP Rocky.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე