ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დარეგისტრირებული დადგენილების პროექტის განხილვა წლის ბოლომდე მოხდება - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 11:52 | 13.12.2018
ნანახია: 766

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებული დადგენილების პროექტის განხილვა წლის ბოლომდე მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს დარეგისტრიებული დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მიიღო.

„ეს პირველ რიგში არის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მ.კ.–ს მიმართ. მეორე, ეს არის კონკრეტული პირების, მათ შორის მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყება, ისევე როგორც იმ ადამიანების მიმართ, ვინც შსს–ში და პროკურატურაში აყალბებდნენ საქმეს, ეს ცალკე გამოვყავით, რადგან კომისიის დასკვნაში იყო ბევრი რეკომენდაცია და ახლა გვინდა ამ საკითხებზე მივიღოთ პასუხები პარლამენტიდან და შინაგან სქმეთა სამინისტროსგან. როგორც ვიცით, მიუხედავად ბევრი მოტყუებისა, მინისტრი აპირებს მოვიდეს პარლამენტში. შესაბამისად, წლის ბოლომდე გვექნება დადგენილების განხილვა. ჯერ ველოდებით მინისტრის მოსვლას და მისი პასუხების მოსმენას. ეს თემა აუცილებლად იქნება დღის წესრიგში დიდი ხანი, ვიდრე ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული პასუხები არ ექნება. ეს არის კითხვები, რომლებიც არ განელებულა და მათ თუ გონიათ პოლიტიკური პიკი გადავიდა და საზოგადოებას დაავიწყდა, ძალიან ცდებიან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე