ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:14 | 12.12.2018
ნანახია: 1182

12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6594 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6609 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0144 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0286 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.42 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4940 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3346 ლარი  ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 დეკემბერიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე