ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის" მონაცემები დაემატა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 12.12.2018
ნანახია: 1030

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას„ვითიბი ბანკის"  მონაცემები  დაემატა.

ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია  412 ათას 420 მსესხებლის,  695 ათას 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა  3,148,735,096 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

  • სს„საქართველოს ბანკი"
  • სს„თიბისი ბანკი"
  • სს„ლიბერთი ბანკი"
  • სს„სილქ როუდ ბანკი"
  • სს„ხალიკ ბანკი საქართველო"
  • სს„იშბანკი საქართველო"
  • სს„ვითიბი ბანკი"

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

  • მსესხებლისპირადი ნომრის შეყვანა;
  • დაბადებისდღე/თვე/წელი შეყვანა;
  • უსაფრთხოებისმიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან  31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე