ძალადობა, რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, სხდომათა დარბაზში გადმოიტანეს - თინა ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 12.12.2018
ნანახია: 877

ძალადობა, რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, სხდომათა დარბაზში გადმოიტანეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს მას შედეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 28 ნოემბრის არჩევნები მოიპარა.

„ეს იმ ლეგიტიმაციის კრიზისს ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს, როცა პარლამენტის წევრი მეორე წევრს უკნიდან ეპარება, როგორც ეს ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა, რომელიც ნიკა მელიას მიეპარა და ზურგში ჩარტყმას ეცადა. ამას პარლამენტის თავმჯდომარე ტრიბუნიდან უყურებს და არ გააჩერა, რაც ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს განხორციელებული ძალადობა პირდაპირ ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული, მათ შორის, ირაკლი კობახიძის მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე