შვილო „გაზს დაუწიე“ - ნუკრი ქანთარია ნიკა მელიას

საქართველო, თბილისი - 16:04 | 12.12.2018
ნანახია: 863

მინდა, მელიას ვუთხრა: შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და უთხრა, რომ მათ სახელი აუცილებლად დაერქმევათ.

„იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ“, - თქვა ქანთარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზში ხმაური იყო.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას მიმართა და უთხრა, რომ ხმა ჩაეკმინდა და ჩუმად მჯდარიყო. ამის შემდეგ ინაშვილი მელიას სავარძელთან მივიდა და მას ფურცლები შეაყარა.

"ერთხელ მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა", - მიმართა ინაშივლმა მელიას, რის შემდეგაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილიც ჩაერთო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე